ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკაში დადებითი ძვრებია


საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოში ეკონომიკურ მდგომარეობას ოპტიმისტურად აფასებს. მიუხედავად ევროპული ბაზრის დაღმასვლისა, მსოფლიო ეკონომიკა წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება. განვითარებად ქვეყნებში კი აღინიშნება გამოცოცხლება, თუმცა რისკები კვლავ რჩება. დღეს სავალუტო ფონდის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებისას, ფონდის კვლევებმა უჩვენა, რომ აშშ-ში სამუშაო ბაზარზეც პოზიტიური ძვრებია. იზრდება წარმოების მაჩვენებლებიც. შესაბამისად ამერიკელების დიდი ნაწილი უფრო თამამად ხარჯავს თანხებს, რაც დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

ევროპის ქვეყნების მიერ ფინანსური კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები და ამერიკის ერკონომიკის შედარებით სწრაფი ტემპით ზრდა გლობალურ ეკონომიკაზე დადებითად აისახა.

XS
SM
MD
LG