გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარლამენტს განუცხადა რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მკაცრი ეკონომიკური ზომების განხორციელებას გულისხმობს ევროპაში, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა.
ევროზონის ქვეყნებმა, უარი არ უნდა თქვან მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებაზე, -აღნიშნა ქალბატონმა მერკელმა და იქვე დასძინა რომ ვალის აღება და დავალიანების გაზრდა არსებულ ეკონომკიურ კრიზისს კიდევ უფრო დაამძიმებს.
ევროკავშირმა საბერძნეთს კრიზისის დასაძლევად სულ ახლახანს 6.7 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო.