ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური კრიზისის რისკი კვლავ არსებობს


შეერთებული შტატების ეკონომიკაში გაუმჯობესების ტენდენციებმა დადებითი ზეგავლენა მსოფლიოს ბაზარზე მოახდინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თვამჯდომარის ინფორმაციით, ევროპის ფინანსური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ეკონომიკის გლობალური ზრდისათვის.

ფონდის მმართველი დირექტორის - ქრისტინ ლაგარდის თქმით, შეერთებული შტატების ეკონომიკაში გაუმჯობესების ტენდენციებმა დადებითი ზეგავლენა მსოფლიოს ბაზარზეც მოახდინა, თუმცა რისკი კვლავ არსებობს.

მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი რესურსების მობილიზება სჭირდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროპული ქვეყნების დახმარება შეძლოს.

XS
SM
MD
LG