ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა გადახედონ საკუთარი ხარჯვის მოცულობას იმისთვის, რომ ევრომ განაგრძოს არსებობა და ევროპამ დააღწიოს თავი ვალებთან დაკავშირებულ კრიზისს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო და ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოიც მოუწოდებენ ქვეყნებს უფრო ჩართულნი იყვენენ ეკონომიკურ ურთიერთობებში. თავის მხრივ ბატონმა ბაროსომ სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას დასძინა, რომ ევროპა "სისტემური კრიზისის" წინაშე დგას. თუ არ მოხდება უერთიერთკონტროლი და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა, მაშინ საერთო ვალუტის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.