ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ძლიერი ევროპული პოლიტიკური ინტეგრაციის მომხრეა


მერკელი ძლიერი ევროპული პოლიტიკური ინტეგრაციის მომხრეა
მერკელი ძლიერი ევროპული პოლიტიკური ინტეგრაციის მომხრეა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროზონის ამჟამინდელი ფინანსური პრობლემები ევროპისთვის უდიდეს კრიზისს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, მერკელმა ამ პრობლემის დასაძლევად, გაცილებით ვრცელი ევროპული ინტეგრაციისკენ მოუწოდა.

დღეს, ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის-გერმანიის- კანცლერმა საკუთარი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ გაერთიანებული ევროპა დამარცხდება, თუ ბლოკის 17 წევრი ევროს მომხმარებელი ქვეყნის აზრი გაიყოფა საბერძნეთის, იტალიისა და სხვა სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალის პრობლემების გამო. მერკელმა ძლიერი ევროპული პოლიტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის მარეგულირებელი ხელშეკრულებების რეფორმირებისკენ მოუწოდა.

გერმანელი ლიდერის კომენტარები მოსდევს იტალიისა და საბერძნეთის ლიდერების შეთანხმებას დიდი დავალიანების შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის შესანელებლად. ბევრი დამკვირვებლის აზრით ამგვარი შეთანხმება ევროზონის სტაბილურობას პრობლემას უქმნის.

XS
SM
MD
LG