გერმანიის მთავრობას და ევროკომისიის წარმოამდგენლებს განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ ევრობონდებთან დაკავშირებით.
ევროკომისიის პრეზიდენტი ხოზე მანუელ ბაროზო ევროზონის ქვეყნებისთვის სტაბილური ბონდების შემოღებას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევრობონდებს არ შეუძლიათ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო 9 დეკემბერს იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გერმანია შიშობს, რომ ეს ბონდები ძირითადად მისი თავსატეხი გახდება.