ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განცხადებები „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ


განცხადებები „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ
განცხადებები „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ

საფრანგეთის ქალაქ კანში „დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტი დასრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპის კრიზისთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მსოფლიოს ეკონომიკის გამოჯანსაღებისთვის.

„ის რაც ამ ორი დღის მანძილზე ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინე, მე გამოვთქვამ ოპტიმიზმს, რომ ევროპას შეუძლია ამ პრობლემის გადალახვა. მე ვიცი, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ის რასაც მსოფლიო ელის, ეს არის მოქმედება ამ კრიზისის დასაძლევად,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ევროპის კრიზისის მოგვარების შესახებ იმედიანად არის განწყობილი ჩინეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის იანგ ჯიჩის განცხადებით, პეკინი დარწმუნებულია, რომ ევროპა გამოიჩენს სიბრძნეს და გამოავლენს უნარს ფინანსური პრობლემის დასაძლევად.

XS
SM
MD
LG