ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია სავალუტო ფონდს ეხმარება


იაპონია საერთაშორისო სავალუტო ფონდს 60 მილიარდ დოლარს ასესხებს ევროზონის ქვეყნების სუვერენული ვალის კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი პროგრამების დასაფინანსებლად.

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, იუნ აზუმიმ ეს განცხადება დღეს ტოკიოში გააკეთა. იაპონია პირველი არაევროპული ქვეყანაა, რომელმაც ევროზონის ფინანსური პრობლემის გადასაჭერელად თანხები გამოყო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროზონის ქვეყნებმა 200 მილიარდი გამოყვეს იგივე მიზნით.

XS
SM
MD
LG