ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სამუშაო ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა


ერთი წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე უმუშევრობის მაჩვენებლების ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად დაფიქსირდა.

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნა გასულ კვირას განსაკუთრებით დაეცა.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირას 365.000 -მა უმუშევარმა მოითხოვა უმუშევრობის კომპენსაცია, რაც წინა კვირასთან შედარებით 27,000 ადამიანით ნაკლებია. ერთი წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე უმუშევრობის მაჩვენებლების ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია უმუშევართა კომპენსაციაზე მოთხოვნილების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა ყოველკვირეულმა ანგარიშმა საპირისპირო გამოამჟღავნა და დადგინდა, რომ მარტის მონაცემებთან შედარებით, სიტუაცია გაუმჯობესდა. თუმცა უმუშევრობის დონე შეერთებულ შტატებში კვლავ 8.2 პროცენტია და 13 მილიონი ამერიკელი დაუსაქმებელია.

XS
SM
MD
LG