ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ძალადობა გრძელდება


ეგვიპტეში ძალადობა გრძელდება
ეგვიპტეში ძალადობა გრძელდება

ეგვიპტე პრეზიდენტს 2012 წლის ივნისში აირჩევს.

ეგვიპტეში სახალხო მოძრაობისა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება სამი დღეა გრძელდება. პარასკევს დაწყებულ ძალადობას უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ასამდე დემონსტრანტი.

აღსანიშნავია,რომ ქაიროს ცენტრში შეკრებილ დემონსტრანტებს სამთავრობო ძალების წარმომადგენლები ხელკეტებსა ურტყამდნენ და მიწაზე დავარდნილებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ქაიროში არეულობა ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარების შემდეგ დაიწყო. უკმაყოფილო მოსახლეობა მართველი სამხედრო საბჭოს სასწრაფოდ გადადგომას ითხოვს. თუმცა საბჭო ძალაუფლებაში დარჩენას მანამ აპირებს , ვიდრე 2012 წლის ივნისში ეგვიპტის პრეზიდენტს არ აირჩევენ.

XS
SM
MD
LG