ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდები შეწყდება


ეგვიპტეში არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდები შეწყდება
ეგვიპტეში არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდები შეწყდება

ეგვიპტეს ხელისუფლებამ ხუთშაბათს 17 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ რეიდები მოაწყო, რომელთა მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ რომელი მათგანი ფინანსდებოდა უცხოელი დონორების მიერ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეგვიპტეს მთავრობა დათანხმდა შეწყვიტოს რეიდები არა-სამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.

ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და ამერიკის ელჩი ეგვიპტეში ენ პეტერსონი პარასკევს ეგვიპტეს სამხედრო მმართველობის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგებლებმა ეგვიპტელ კოლეგებთან შეშფოთება გამოთქვეს გუშინ პრო-დემოკრატკიული ორგანიზაციების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების გამო. ამ ორგანიზაციათაგან სამი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.

ეგვიპტეს ხელისუფლებამ ხუთშაბათს 17 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ რეიდები მოაწყო, რომელთა მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ რომელი მათგანი ფინანსდებოდა უცხოელი დონორების მიერ.

XS
SM
MD
LG