თაჰრირის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ეგვიპტის სამხედრო მმართველობის დასრულებას ითხოვენ. ამ დროს, ამერიკელ ოფიციალურ პირებს ყველაზე მეტად დემონსტრაციების თანამდევი ძალადობა აშფოთებთ.
თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯეი კარნი ამბობს:
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მიმდინარე მოვლენებმა არჩევნების ჩატარებას არ უნდა შეუშალოს ხელი, რაც დემოკრატიისკენ ტრანზიციაში უმთავრესი ნაბიჯი იქნება ეგვიპტის ცხოვრებაში.“
ეგვიპტე ამერიკის საგარეო პოლიტიკის წამყვანი ძალაა ახლო აღმოსავლეთში და სტრატეგიულად ამ ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორიშელბი თელჰამი:
„ეგვიპტე ყველაზე ხალხმრავალი და გავლენიანი არაბული სახელმწიფოა. ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის ინტერესებისათვის ამ რეგიონში, მათ შორის სპარსეთის ყურეში და ყურის ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობებში, ან თუნდაც იმ მიმართულებით თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები და რა ინტერპრეტაციას მისცემენ ისინი ამ მოვლენებს.“- ამბობს თელჰამი და დასძენს, რომ საზოგადოების აზრზე შეერთებულ შტატებში გავლენას მოახდენს ეგვიპტეში მიმდინარე შეტაკებები დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის:
„თუკი ორმხრივი ურთიერთობები მოქალაქეებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის დაიძაბება, ეგვიპტეში განსხვავებულ რეალობას მვიღებთ და ბევრად შეიცვლება ამერიკის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის დამოკიდებულებაც იქ მიმდინარე მოვლენების მიმართ.“
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტის სამხედრო საბჭოს მოუწოდა დაასრულოს საგანგებო მმართველობის რეჟიმი და შეწყვიტოს სამოქალაქო პირების სამხედრო ტრიბუნალებში გასამართლება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მიმდინარე ძალადობა ამერიკის დახმარებას და მილიარდობით დოლარის შემწყობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამასვე გვიდასტურებს ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუუტის ექსპერტი სთივენ ჰეიდემანი:
„ჩვენ ეგვიპტის უმაღლეს საბჭოს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი ამ ეტაპზე გარდამავალ როლს ასრულებენ და რომ ახლა მათ არაფერი ისეთი არ უნდა გააკეთონ, რაც ეგვიპტის პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას შეუშლის ხელს ინკლუზიურ, ტოლერანტულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ დამკვიდრების გზაზე.“
ამ ფონზე, ექსპერტები, კერძოდ ვაშინტონში მდებარე პოტომაკის ინსტიტუტის მკვლევარი თაუფიკ ჰამიდი შიშობენ იმასაც, რომ გადაჭარბებულმა ზეწოლამ ეგვიპტის სამხედრო ლიდერებზე შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები იქონიოს და ეგვიპტის ურთიერთობა გააუარესოს ისრაელთან:
"ეგვიპტის სამხედრო ლიდერების ზღვარგადასული ზეწოლის შედეგად, გამორიცხული არ არის ეგვიპტეში ისლამისტების ხელისუფლების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.“
და ბოლოს, ეგვიპტეში ამ წუთებში მიმდინრე დემონსტრაციები თავისი მასშტაბურობით ყველაზე ხალხმრავალია ჰოსნი მუბარაკის წინააღდმეგ მომხდარი დემონსტრაციებს შემდეგ.