ეგვიპტეში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეგვიპტეს მოსახლეობა საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს.
დღეს დილიდან, ეგვიპტეს ქალაქებში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. საარჩევნო პროცესს ათასობით ეგვიპტელი მოსამართლე აკვირდებოდა.
პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატების არჩევნები ეგვიპტეს ორ დიდ ქალაქში ქაიროსა და ალექსანდრიაში, ლუქსორში, პორტ საიდსა და კიდევ ხუთ რაიონში დაიწყო. არჩევნების მეორე რაუნდი 5 დეკემბერსაა დანიშნული.
ეგვიპტეს 27 პროვინციაში არჩევნები სამ ეტაპადაა დაყოფილი და მისი საბოლოო შედეგები იანვრის დასაწყისში გახდება ცნობილი. ზედა პალატის არჩევნები მარტში დასრულდება, რის შემდეგაც ორივე პალატა ერთდროულად დაიწყებს ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობას.
ეგვიპტეს მუსლიმური საძმო, რომელიც 1950 წლიდან არალეგალურ პოლიტიკურ ძალად იყო მიჩნეული, ორივე პალატაში, სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას მოიპოვებს.