ეგვიპტის პოლიციისა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება უკვე მეორე დღეა გრძელდება. შეტაკების შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 300 ადამიანი.
ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა ქაიროში პარლამენტის სახურავიდან აქციის დასაშლელად დემონსტრანტებს ქვები დაუშინეს.
სატელევიზიო გამოსვლაში ეგვიპტეს პრემიერ მინისტრმა კამალ ელ განზურიმ განაცხადა, რომ უშიშროების ძალები პარლამენტის შენობას იცავდნენ.
მართველი სამხედრო საბჭო ასევე აცხადებს, რომ სამხედრო ძალები შეტევაზე არ გადასულან და პასუხისმგებლობას დემონსტრანტებს აკისრებს, რომლებიც შენობის წინ უკვე ორი კვირაა არიან გამაგრებულები. დემონსტრანტები მმართველი სამხედრო მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. სამხედრო საბჭო აცხადებს, რომ ძალაუფლებას დათმობს მომავალი წლის ივნისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
კონფლიქტის ფონზე, ეგვიპტელები საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდის შედეგებს ელოდებიან. არჩევნების ოფიციალური პირები არჩევნების შედეგებს კვირას გამოაცხადებენ.