ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება


ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება
ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

ოთხი დღის განმავლობაში 30 აქციის მონაწილეა დაღუპული და ათასობით დაშავებული.

„პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტის არჩევნები დროულად შედგება და საპრეზიდენტო კი - 2012 წლის დასასრულამდე“ - აცხადებს ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს მეთაური, მუჰამედ ჰუსეინ ტანტავი.

უმაღლესი სამხედრო პირის დაპირების მიუხედავად ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ათობით ათასი დემონსტრანტი თაჰრირის მოედანზე ტანტავის გადადგომას და სამხედრო საბჭოს სამოქალაქო მმართველობით შეცვლას მოითხოვს. ოპოზიცია სამხედრო მმართველობას არ ენდობა და შიშობს, რომ არჩევნების ჩატარება გაჭიანურდება.

დემონსტრაციები და დაპირისპირებები ეგვიპტის ცენტრალურ ქალაქებში დღესაც გრძელდება. საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში ქვეყნის უსაფრთხოების მიერ ძალის გადამეტებას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. სულ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 30 აქციის მონაწილეა დაღუპული და ათასობით დაშავებული.

XS
SM
MD
LG