ეგვიპტელი სამხედროები წუხილს გამოთქვამენ 35 მომიტინგის გარდაცვალების გამო, რომელსაც ქაიროში, თაჰრირის მოედანზე მომხდარ მასობრივ არეულობას მოჰყვა.
სამხედროებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად რკინის მავთულხლართები და ჯებირები გამოიყენეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქაიროს ქუჩებში სერიოზული შეტაკებებიც მოხდა. გენერალ მიხტარ ელ-მალას განცხადებით:
„მიუხედავად მოთხოვნებისა ჩვენ ძალაუფლებას არ დავთმობთ. მე რომ დღეს ძალაუფლება დავტოვო, ეს არახელწმიფობერივი ნაბიჯი იქნება ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“
დღეს გამთენიისას, დაპირისპირება ქაიროს აღმოსავლეთ ნაწილში - ისმაილიას ტერიტორიაზეც მოხდა. მომიტინგეებმა ჯავშანტრანსპორტიორებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.