ეგვიპტეში ბანკები გაიხსნა მას შემდეგ, რაც მთელი გასული კვირის მანძილზე ისინი არ ფუნქციონირებდნენ.
ეგვიპტე ცდილობს აამოქმედოს ეკონომიკა, რომელიც საპროტესტო აქციების შემდეგ ძლიერ დაზარალდა. ეგვიპტეში სამუშაო კვირა კვირა დღეს იწყება და შესაბამისად ბანკებიც დღეს დილიდან გაიხსნა, თუმცა საფონდო ბირჟა კვლავ დახურულია და სავარაუდოდ ამოქმედება მხოლოდ მომავალი კვირისთვის იგეგმება.
თავის მხრივ ეგვიპტის სამხედრო საბჭო რომელიც ამ დროისათვის მართავს ქვეყნას აცხადებს, რომ მშრომელთა საპროტესტო აქციების გამართვას ისინი არ დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელები დაბალ ანაზღაურებას და სხვა სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად აქციებს ატარებენ.