ეგვიპტეს ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ აღარ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ დაიწყება. ამის შესახებ ელ ბარადეიმ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ქვეყანას კვლავ მუბარაქის რეჟიმი მართავს. ელ ბარადეი ნობელის პრემიის ლაურეატი და გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელია. ის ეგვიპტეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. ეგვიპტეში პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც გასულ წელს რევოლუციის შედეგად ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი დაემხო. ამჟამად ქვეყანას დროებითი სამხედრო საბჭო მართავს.