პარასკევს ათასობით ეგვიპტელი ქაიროში თაჰრირის მოედანზე შეიკრიბა. ისინი ეგვიპტეს მმართველი სამხედრო საბჭოსგან ძალაუფლების სამოქალაქო ძალებისთვის გადაცემას ითხოვდნენ.
პარასკევ დილას დემონსტრაციაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. საღამოს კი მომიტინგეების რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.
დემონსტრაციის მონაწილეები ეგვიპტეს საზოგადოების ფართო სპექტრს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფები, სალაფისტი კონსერვატიული ორგანიზაციები და ქალთა უფლებების აქტივისტები.