ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტები, რომლებმაც თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა არ ისურვეს


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას, რამდენიმეკვირიანის სპეკულაციები დაასრულა, როცა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო, ბაიდენს ამერიკის იმ პრეზიდენტების მოკლე რიგში აყენებს, რომლებსაც კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ აირჩიეს, რომ მეორე ვადისთვის არ ებრძოლათ.

ჯეიმზ ქეი პოლკი - მე-11 პრეზიდენტი

ჯეიმზ ქეი პოლკმა, თანამდებობა 1845 წელს, კონკრეტული დასახული მიზნებით დაიკავა, მათ შორის იყო ტეხასის ანექსია და ორეგონის ტერიტორიის შეძენა. იმ დროისთვის, საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი არ არსებობდა და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როცა კანდიდატები პირობას დებდნენ, რომ ხელახალ არჩევას არ აპირებდნენ და ეს პერსონალური თავმდაბლობის ნიშნად მიიჩნეოდა. დასახული მიზნების მიღწევის შემდეგ, პოლკმა დადებული პირობა, რომ პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იმსახურებდა შეასრულა და 1848 წელს, მეორედ პრეზიდენტად კენჭისყრა აღარ უცდია.

ჯეიმზ ბიუქენენი - მე-15 პრეზიდენტი

პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ვადით მსახურების პირობა დადო, 1856 წელს არჩელუმა, აშშ-ის მეთხუთმეტე პრეზიდენტმა, ჯეიმს ბიუქენენმა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მას ამ პირობის შესრულებაში ისიც დაეხმარა, რომ ამერიკელ ხალხში ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. ბიუქენენის პრეზიდენტობას ლაიტმოტივად გასდევს მისი მარცხი, მოეგვარებინა მზარდი ეროვნული განხეთქილება მონობის შესახებ, რომელიც, საბოლოოდ, სამოქალაქო ომის გამომწვევი გახდა. დემოკრატიული პარტიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრაქციებს შორის კი დაპირისპირება იყო.

რედერფორდ ბი ჰეისი - მე-19 პრეზიდენტი

რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მიღების შემდეგ, რედერფორდ ბი ჰეისმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ვადით იქნებოდა და თავისი სიტყვის ერთგული დარჩებოდა. 1880 წელს, მან პირობა შეასულა და ხელხახლა არჩევაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ, გავლენა მისი თავდაპირველი არჩევის დროს, 1876 წელს, აზრთასხვადასხვაობამ გამოიწვია იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. არჩევნების გაყალბების შესახებ გამოთქმულმა მტკიცებებმა, რამდენიმე შტატში, საარჩევნო ხმები სადავო გახადა მიუხედავად იმისა, რომ ორპარტიულმა კომისიამ, გადაწყვეტილება ჰეისის სასარგებლოდ მიიღო. თუმცა, ბევრმა დემოკრატმა, მისი ლეგიტიმაცია სრულად არასდროს მიიღო.

კალვინ კულიჯი - 30-ე პრეზიდენტი

„არ ვირჩევ, 1928 წელს, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობისთვის“, - 1927 წელს, პრეზიდენტ კულიჯის ამ განცხადებამ ბევრი გააოცა. კულიჯმა პრეზიდენტის პოსტი 1923 წელს, პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, 1924 წელს კი არჩევნებში გაიმარჯვა. პოპულარობისა და ძლიერი ეკონომიკის მიუხედავად, კულიჯმა არჩია პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის არ ებრძოლა. მოგვიანებით, თავის ბიოგრაფიაში დაწერა, რომ არასდროს ყოფილა ძალაუფლებითა და დიდებით დაინტერესებული და მზად იყო „გათავისუფლებულიყო საჯარო ცხოვრების თანმხლები პრეტენზიებისა და ბოდვისგან“.

ჰარი ტრუმენი - 33-ე პრეზიდენტი

თითქმის ორი სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, 1952 წელს, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გადაწყვიტა ხელახალი არჩევისთვის კენჭი აღარ ეყარა. ტრუმენი პრეზიდენტი 1945 წელს, ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ გახდა, 1948 წელს სრული ვადა მოიპოვა და კატეგორიულად განიხილავდა თავისი კანდიდატურის ხელახლა წაყენებას. თუმცა, კორეის ომისა და მის ადმინისტრაციაში კორუფციული სკანდალების ფონზე დაბალი მოწონების გამო, ტრუმენმა რბოლიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რამაც დემოკრატიულ პარტიას ახალი კანდიდატის დასახელების საშუალება მისცა.

ლინდონ ჯონსონი - 36-ე პრეზიდენტი

1968 წელს, ვიეტნამის ომისადმი მზარდი წინააღმდეგობისა და საკუთარი პარტიის შიგნით არსებული გამოწვევების ფონზე, ერისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ჯონსონის განცხადება, რომ არ აპირებდა ხელახალი არჩევისთვის ბრძოლას. ლინდონ ჯონსონმა, პრეზიდენტის პოსტი 1963 წელს დაიკავა, მას შემდეგ, რაც პრზიდენტო ჯონ კენედი მოკლეს. სრული ვადა კი 1964 წელს მოიპოვა. მაგრამ, როცა ომის საწინააღმდეგ განწყობები გაიზარდა, მისი მოწონების რეიტინგმა კი იკლო, ჯონსონმა განზე გადგომა გადაწყვიტა და განაცხადა, - "მე არ მოვითხოვ და არ მივიღებ ჩემი პარტიის კანდიდატურას კიდევ ერთი ვადით თქვენი პრეზიდენტის პოსტზე."

ჯო ბაიდენი - 46-ე პრეზიდენტი

2020 წელს, მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკის მიმართ არსებული შეშფოთებების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადებები, რომლებშიც ვარაუდობდა, რომ კენჭს მხოლოდ ერთი ვადით იყრიდა და საკუთარ თავს „გარდამავალ კანდიდატს“ უწოდებდა. თუმცა, 2024 წელს, ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მოითხოვა და განმარტა, რომ ერის წინაშე მდგარი მარავალრიცხოვანი გამოწვევები, მის წინაშე ბევრ სამუშაოს ტოვებდა. მან ფაქტორბივად წინააღმდეგობის გარეშე მიიღო მონაწილეობა პარტიის პრაიმერებში, სადაც მან დელეგატების უმეტესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ 81 წლის ბაიდენმა, თავდაპირველად, წინააღმდეგობა გაუწია წინადადებებს, რომ მისი ასაკი და ცუდი გამოსვლები ზიანს აყენებდა დემოკრატების საარჩევნო შანსებს, მან საბოლოოდ გადაწყვიტა განზე გამდგარიყო და მხარი დაეჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატან ნომინაციისთვის.

დასკვნა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ნებადართული კანდიდატებისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობა, ნაგულისხმევ მოლოდინად იქცა, რის გამოც, ბაიდენის გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურად გამოიყურება. მაგრამ, ამერიკის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ხელახალი არჩევისთვის ბრძოლა, აუცილებლად მიღებულ მოცემულობად არ განიხილებდა და ამასთან ერთად, კარგ ტონადაც კი არ მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების მოტივი ხშირად მრავალი განსხვავებული ფაქტორია, მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, განზე გადგომა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც კრიზისის მანიშნებელი, ან პასუხისმგებლიან ნაბიჯად, რომელიც ახალი ლიდერების გაჩენის საშუალებად იძლევა.

ინაუგურაცია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:52 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG