ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისს ნომინაციისთვის საკმარისი დელეგატების მხარდაჭერა აქვს


ვიცე-პრზიდენტი კამალა ჰარისი, სამშაბათს, კრიტიკული მნიშვნელობის უისკონსინის შტატში პირველად ჩაატარებს კამპანიას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს მას შემდეგ, რაც დემოკრატი დელეგატების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ პარტიის საბოლოო ნომინაციისთვის, მხარს მას დაუჭერენ.

ჰარისი დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი იქნება, მას შემდეგ, რაც კვირას, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მეორე ვადით არჩევისთვის აღარ იბრძოლებდა და საარჩევნო რბოლას გამოეთიშა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, განაცხადა, რომ სრულად უჭერდა მხარს, პარტიის კანდიდატად, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას. ამ განცხადებიდან 36 საათზე ნაკლებ დროში, ჰარისმა პარტიის დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერის დაპირებით, ორშაბათს ღამით ნომინაცია თითქმის უზრუნველყო. ინფორმაციას ამის შესახებ ჰარისის კამპანიის წარმომადგენლები ავრცელებენ.

”ამაღამ მე ვამაყობ იმით, რომ მივიღე ფართო მხარდაჭერა, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატი გავხდე”, - თქვა ჰარისმა ორშაბათს გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში. "მოუთმენლად ველი, რომ მალე ოფიციალურად მივიღებ ნომინაციას“, - ამბობს ვიცე-პრეზიდენტი.

Associated Press-ის მიერ დელეგატთა არაფორმალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰარისს ჰყავს 2500-ზე მეტი დელეგატი, რაც ბევრად აღემატება 1976-ს, რომელიც საჭიროა ჩიკაგოში ყრილობაზე, საჭირო ხმების მოსაპოვებლად. ტექნიკურად, დელეგატებს მაინც შეუძლიათ აზრის შეცვლა, მაგრამ AP-ის გამოკითხვაში ხმა სხვას არავის მიუღია; 54 დელეგატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არ აქვთ, ვის მიემხრობიან.

უისკონსინში წინასაარჩევნო კამპანია, 59 წლის კალიფორნიის ყოფილ პროკურორს და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს, განაახლოს დემოკრატიული პარტიის კამპანია და დაამტკიცოს, რომ ის საუკეთესო კანდიდატია ტრამპის დასამარცხებლად.

პირველ წინასაარჩევნო შეხვედრამდე, მან მინიშნება გააკეთა, თუ როგორ გეგმავს დაუპირისპირდეს ტრამპს და ამისთვის მისი წარსული საქმიანობა გაიხსენა, როცა ჯერ სან-ფრანცისკოს ოქლის პროკურორი, შემდეგ კი კალიფორნიის მთავარი პროკურორი იყო და „მტაცებლებსა“ და „თაღლითებს“ დევნიდა.

უისკონსინი, მიჩიგანთან და პენსილვანიასთან ერთად, განიხილება შტატად, რომელიც ფართოდ მიიჩნევა საჭიროდ გამარჯვებისთვის, ნებისმიერი კანდიდატისთვის. ამ შტატში, პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი, ექსპრეზიდენტ ტრამპის რეიტინგს ჩამორჩებოდა.

„იქ არსებობენ დამოუკიდებელი ამომრჩევლები და ახალგაზრდები, რომლებსაც არ მოსწონდათ მათ წინაშე არსებული არჩევანი და ჰარისს აქვს შანსი, მათი მიმხრობა მოახერხოს“, - თქვა პოლ კენდრიკმა, დემოკრატიული ჯგუფის, Rust Belt Rising-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ორგანიზაცია, მნიშვნელოვან შტატებში მუდმივ გამოკითხვას ატარებს.

ჰარისმა ასევე მიიღო კამპანიის შემოწირულობები. მისმა კამპანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ მან $81 მილიონი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ბაიდენი კვირას არაჩევნებს გამოეთიშა. ივნისის ბოლოს, პრეზიდენტ ბაიდენის კამპანიას, საბანკო ანგარიშზე $95 მილიონი ჰქონდა.

დონორებმა ჰოლივუდიდან კამალა ჰარისის კამპანიისთვის თანხების შეგროვე დაიწყეს, მათ შორის რეპერბა კარდი-ბიმ, ოსკაროსანმა ჯეი ბი კერტისმა, ტელეპრდიუსერმა შონდა რაისმა და სხვებმა. როგორც წესი, ჰოლივუდი დემოკრატიული პარტიის „ბანკომატად“ მიიჩნევა.

ამ ფონზე, ტრამპი და მისი მოკავშირეებიც ცდილობენ, ჰარისი ბაიდენის ზოგიერთ უფრო არაპოპულარულ პოლიტიკასთან დააკავშირონ, როგორიცაა იმიგრაცია.

"კამალა ჰარისის სამარცხვინო პოლიტიკურ ანგარიშზე არის სრული წარუმატებლობა და სრული არაკომპეტენტურობა. მისი პოლიტიკა არის ბაიდენის პოლიტიკა და პირიქით", - თქვა ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა.

ვინ იქნება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:51 0:00
XS
SM
MD
LG