ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი უკრაინას "პატრიოტებს" გადასცემს


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის პატრიოტების სისტემის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს კარლა ბაბს პენტაგონში უდასტურებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

პატრიოტის სარაკეტო სისტემა ამერიკული "ხმელეთი-ჰაერის" სარაკეტო სისტემაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. მას ამერიკასთან ერთად პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები იყენებენ.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რამდენი სარაკეტო სისტემა გადაეცემა უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

სამხედრო ანალიტიკოსი მარკ მონტგომერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ამ სისტემების გამოსაყენებლად უკრაინელ სამხედროებს რამდენიმე თვიანი ტრეინინგი დასჭირდებათ.

"ეს საკმაოდ ძვირადღირებული სისტემაა. ერთი რაკეტა დაახლოებით, 3, 4 მილიონი დოლარი ღირს. ვფიქრობ, რომ უკრაინელ სამხედროებს მისი გამოყენების სასწავლად დაჭირდებათ არა ერთი, ორი ან სამი თვე, არამედ უფრო მეტიც", - ამბობს მონტგომერი.

ახალი ამერიკული ბომბდამშენი და პენტაგონის სტრატეგია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ პატრიოტის სარაკეტო სისტემების გამოყენებაში უნდა ჩაერთონ ის სამხედროები, რომლებმაც უკვე გიარეს გადამზადების კურსები ამერიკული "ნასამსების" (NASAMS) გამოყენების სასწავლად, რადგან ეს პროცესს უფრო დააჩქარებს.

სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინას უფრო მეტი გრძელი რადიუსის ანტი-საჰაერო სისტემები, მათ შორის, დამატებითი "ნასამები" და ეს-300 უნდა მიაწოდონ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG