ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარმა თანამდებობა, სავარაუდოდ, ქრთამის აღების გამო, დაკარგა


ევროპარლამენტმა, ბერძენი პარლამენტარი ევა კაილი, ასამლეის ვიცე-პრეზიდენტობიდან გადააყანა. ამის მიზეზი, მისი მხრიდან, სავარაუდოდ, კატარისგან ქრთამის აღებაა. ეს ბოლო დროს, ბრიუსელში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალია.

კაილი უარყოფს ბრალდებას, თუმცა ევროპელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ კაილის წინააღმდეგ ზომები მიეღოთ, ვინაიდან შიშობენ, რომ ბელგიაში დაწყებული გამოძიება ცუდად აისახება ასამბლეის იმიჯზე.

"არაფერს დავმალავთ. ჩვენი საერთაშორისო გამოძიება გაარკვევს რა მოხდა და როგორ შეიძლება, რომ ჩვენი სისტემები უფრო მყარი გავხადოთ",- თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ევა კაილისთვის ვიცე-პრეზიდენტობის შეჩერების გადაწყვეტილებას 625-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

კაილი ახლა პოლიციის მიერაა დაკავებული. ის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი იყო. ბელგიის პროკურატურა მას და სამ იტალიელს კრიმინალურ აქტივობაში მონაწილობას, ფულის გათეთრებას და კორუფციას ედავება.

წყარო, რომელიც იცნობს გამოძიების მასალებს, ამბობს, რომ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან ფული მიიითვისეს. კატარი უარყოფს ყველა ბრალდებას.

XS
SM
MD
LG