უკრაინა და რუსეთი, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და მსოფლიოსთვის ბირთვული კატასტრიფის რისკის შექმნაში, ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამს. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რუსულ ძალებს აქვს დაკავებული.
დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებს, ელექტროსადგურიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს. გაერო კი აცხადებს, რომ კატასტროფის საფრთხე რეალურია და ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად უნდა გამოცხადდეს.
ასევე ნახეთ: უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე მორიგი იერიშის შემდეგ, გაერო საერთაშორისო წვდომას ითხოვსკიევი კვირების განმავლობაში აცხადებდა, რომ ზაპოროჟიისა და მეზობელი ხერსონის დასაბრუნებლად, კონტრშეტევას გეგმავს. ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, 24 თებერვლიდან, რუსული ძალების მიერაა დაკავებული, სადაც მოსკოვმა ე.წ. ოფიციალური პირები დანიშნა. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.
უკრაინული სააგენტო „ენერგოატომი“, რომლის თანამშრომლებიც რუსული ოკუპაციის მიუხედავად, ადგილზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ ხუთშაბათს ელექტროსადგურზე ხუთი იერიში განხორციელდა. მათ შორის იქ, სადაც რადიოაქტიური მასალები ინახება. ორივე მხარე, როგორც კიევი, ასევე მოსკოვი, აფეთქბებში ერთმანეთს ადანაშაულებს.
მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ატომურ ელექტროსადგურს დაუფიქრებლად უხსნის ცეცხლს. თავის მხრივ, კიევი აცხადებს, რომ სადგურს რუსულმა ძალებმა თავად დაარტყა და ამასთან, რუსეთი ელექტროსადგურს ფარად იყენებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აზიანებს [სადგურის] ინფრასტრუქტურას. არ ისვრიან იქ, სადაც შეიძლება გლობალური მასშტაბის საფრთხე იყოს. ჩვენ გვესმის, რომ დამყრობლები ასეთ ფარს აფარებენ თავს, რადგან იქ დარტყმა შეუძლებელია“ - განაცხადა უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა, ნატალია ჰემენიუკმა.
ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებით 5.5 მლრდ დოლარის დახმარებას უგზავნისხუთშაბათს, საკითხის განსახილველად, გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ორივე მხარეს მოუწოდა, ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ყველანაირი ბრძოლა შეწყვიტონ.
„ობიექტი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის სანაცვლოდ, ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა სასწრაფო შეთანხმება, დემილიტარიზაციის უსაფრთხო პერიმეტრის შესახებ“ - განაცხადა გუტერეშმა.
უშიშროების საბჭო სსხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა მოწოდებას დემილიტარიზებული ზონის შექმნის თაობაზე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოუწოდა, ადგილზე ექსპერტები წარგზავნოს.
ასევე ნახეთ: "მოხალისეები" რუსეთის სახმელეთო ძალების ახალ ფორმირებაში - ბრიტანეთის დაზვერვის ანალიზიელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პირების ვიზიტს მხარი დაუჭირა გაეროში რუსეთის ელჩმაც. ვასილ ნებენზიას თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები ამას მიმდინარე თვეში შეძლებენ. რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსოფლიო „ატომური კატასტროფის ზღვარს“ უახლოვდება.
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან ითხოვს, ობიექტზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს.
„მხოლოდ რუსების სრული გასვლა... და სადგურზე უკრაინული კონტროლის სრული აღდგენა შეძლება იყოს, მთელი ევროპის ბირთვული უსაფრთხოების აღდგენის გარანტი“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის მოთხოვნას გამოეხმაურა ოფიციალური პარიზი. საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის.
„საწარმოს მახლობლად რუსეთის სეიარაღებული ძალების ყოფნა და მოქმედება, მნიშვნელოვნად ზრდის უბედური შემთხვევის რისკს, პოტენციურად დამანგრეველი შედეგებით“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განადგურებული რუსული ბაზები
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ფრონტის ხაზი შედარებით სტატიკური იყო. თუმცა, უკრაინის მიერ სამხრეთში დაგეგმილი კონტრშეტევის ფონზე, ბრძოლები ბოლო დღეებში გაძლიერდა.
ასევე ნახეთ: ყირიმის ავიაბაზის შემდეგ, აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე მოხდაუკრაინის გენერალურმა შტაბმა, პარასკევს რუსული ძალების მიერ, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიშის შესახებ განაცხადა.
დონეცკის რეგიონის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.
ამ ფონზე, ხუთშაბათს გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, განადგურებული რუსულ ავიაბაზას ასახავს. 9 აგვისტოს ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე, კიევი ოფიციალურად პასუხისმგებლობას არ იღებს. თავის მხრივ, რუსეთიც აცხადებს, რომ აფეთქება შემთხვევითობამ გამოიწვია. მოსკოვი ასევე უარყოფს ბაზაზე აფეთქების დროს სამხედრო თვითმფრინავების განადგურებას. თუმცა, გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე, ნათლად ჩანს განადგურებული თვითმფირნავები და აფეთქებისგან გამოწვეული სამი კრატერი.
„ვაშინგტონ პოსტთან“, ასევე „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ანონიმურობის დაცვით საუბრისას, უკრაინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთების უკან უკრაინის სპეციალური დანაყოფები დგას.
Your browser doesn’t support HTML5