ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საცხოვრებელ კორპუსზე ტანკიდან ცეცხლის გახსნის გამო, უკრაინამ რუს ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა


ომის წესების დარღვევისა და საცხოვრებელი სახლისთვის, ტანკიდან ცეცხლის გახსნის გამო, უკრაინულმა სასამართლომ, რუს ჯარისკაცს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩერნიჰივის სასამართლომ, დამნაშავედ ცნო მიხაილ კულიკოვი, რომელიც ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა. ომის დაწყებიდან 2 დღეში, 26 თებერვალს, რუსმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ კულიკოვმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და უფრო მსუბუქი სასჯელი მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ბრძანებებს ასრულებდა.

საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც რუსმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა არ ყოფილა სამხედრო სამიზნე და არ გამოიყენებოდა სამხედრო დანიშულებით, აცხადებენ უკრაინელი ძალოვნები.

რუსეთი დღემდე უარყოფს, რომ მიზანმიმართულად ესხმის თავს სამოქალაქო პირებს და ამბობს, რომ ომის დანაშაულებებს უკრაინაში არ ჩადის. უკრაინა კი ომი დანაშაულის შესაძლო 26,000 საქმეს იძიებს. ამ დრომდე მსგავსი ბრალდება წაყენებული აქვს 135 ადამიანს.

XS
SM
MD
LG