ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოხალისეები" რუსეთის სახმელეთო ძალების ახალ ფორმირებაში - ბრიტანეთის დაზვერვის ანალიზი


ბრიტანული დაზვერვა „თითქმის დარწმუნებით“ აცხადებს, რომ რუსეთმა „სახმელეთო ძალების ახალი ძირითადი ფორმირება შექმნა“, რომელიც შესაძლოა „მოახლისეთა“ ბატალიონებს შეიცავდეს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოხალისეთა სტილის კორპუსის შექმნა, ხაზს უსვამს გამოწვევებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი სტრატეგების წინაშე დგას.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვვამ ახალი ფორმირება აღწერა, როგორც „მე-3-ე არმიის კორპუსი“ (3AC) და განაცხადა, რომ იგი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მოსკოვის აღმოსავლეთით დაფუძნდა.

„რუსეთი, „მე-3-ე არმიის კორპუსის“ დაკომპლექტებას, სავარაუდოდ, ახლადშექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან გეგმავს“ - ნათქვამია სადაზვერვო ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსი რეგიონული ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „მოხალისეებს“, „უკრაინაში განლაგების შემდეგ, ფულად ბონუსებს სთავაზობენ.“

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში, ასეულობით ათასი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინი, მისი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები, უკრაინაში სწრაფ გამარჯვებას ელოდნენ, ომი კი უკვე 6 თვეა გრძელდება.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების შეფასებით, ბრძოლებში დაახლოებით 70 000 – 80 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაიჭრა.

მანამდე, უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად 100-დან, 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

ხერსონი ფოკუსში - "დიდი გამარჯვების მოლოდინი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00
XS
SM
MD
LG