სირია პოლიტპატიმრებს მალავს

სირია პოლიტპატიმრებს მალავს

ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი აცხადებს, რომ სირიამ პატიმართა ნაწილი სამხედრო დაწესებულებებში გადაიყვანა რათა მათი არაბული ლიგის წარმომადგენლებთან შეხვედრა აიცილოს თავიდან.

ნიუ იორკში ბაზირებული „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, არაბულმა ლიგამ დაბეჯითებით უნდა მოითხოვოს დაკავებულებთან შეხვედრა და ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს ის ფაქტები, როცა სირია მონიტორებს საქმიანობაში ხელს შეუშლის.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ასობით პატიმარი, დამკვირვებლების ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე გადამალეს. არაბული ლიგის წარმომადგენლები, შეგახსენებთ, რომ სირიაში ოფიციალური დამასკოს ქალაქებიდან ჯარების გაყვანისა და პატიმრების გათავისუფლების პირობების შესრულებას დააკვირდებიან.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობამ, საპროტესტო აქციებში დაკავებული 755 პატიმარი გაათავისუფლა.