ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ახალი ბრალდება


სირიის ოპოზიციის ახალი ბრალდება
სირიის ოპოზიციის ახალი ბრალდება

მძიმე ტექინიკისა და პატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სირიის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წამოაყენეს. მათი თქმით, არაბული ქვეყნების ლიგის სამშვიდობო მონიტორებს სირიის მთავრობამ მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერები შეახვედრა და დამასკოს შედარებით მშვიდი უბნები აჩვენა.

აქტივისტების განცხადებით, ქალაქ იდლიბში, ჰომსსა და დარააში მთავრობამ მძიმე ტექნიკა გადამალა და სამხედრო მანქანები პოლიციის ლურჯ ფერად გადაღება.

არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ელარაბიმ დაადასტურა, რომ სამთავრობო ჯარებმა დაპირისპირების ადგილები დატოვეს და მთავრობამ 3,500 სირიელი მოქალაქე გაათავისუფლა.

თუმცა ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა ორგანიზაცის სირიელ დამკვირვებელთა განცხადებით, მძიმე ტექინიკისა და პატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

XS
SM
MD
LG