სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, დამასკოს ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "სანა"-ს განცხადებით, აფეთქება დამასკოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბან მიდანში მოხდა. დაშავებულთა რაოდენობა 50-მდეა.
სირიის პოლიციის განცხადებით, აფეთქების სავარაუდო სამიზნე პოლიციელებით სავსე ავტობუსი იყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას აუღია საკუთარ თავზე.