ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის გეგმა მზადაა


არაბული ლიგის გეგმა მზადაა
არაბული ლიგის გეგმა მზადაა

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ძალები ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს დამასკოს გარეუბანში კარდაკარ დასდევდნენ და აპატიმრებდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის დამკვირვებელთა ჯგუფის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ხუთშაბათს ქალაქ დუმაში რეიდის დროს 200 ადამიანი დააკავეს.

რეიდი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ჩატარდა და მასში ათასობით მთავრობის მხარდამჭერი მონაწილეობდა.

ქაიროში არაბული ლიგის თავმჯდომარემ ნაბილ ელარაბიმ განაცხადა,რომ მომავალ კვირას კატარის პრემიერ მინისტრი შეიხი ჰამად ბინ ჯასიმ ალ-თანი გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში არეულობის დასრულების გეგმას წარადგენს.

XS
SM
MD
LG