სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ათასობით მომხრეს მიმართა. მან განაცხადა, რომ მათი სამშობლო შეთქმულების წინააღმდეგ გამარჯვებას მოიპოვებს. მან ქვეყანაში ათი თვის მანძილზე ანტისამთავრობო გამოსვლებში სირიის მტრები დაადანაშაულა. ბაშარ ასადმა ამის შესახებ დღეს დამასკოში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე განაცხადა. ერთი დღით ადრე კი სირიის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და პირობა დადო რომ ტერორისტებს „რკინის მუშტით“ გაუსწორდება. ასადმა მოსახლეობას მას შემდეგ მიმართა, რაც არაბული ქვეყნების ლიგამ სირიაში სადამკვირვებლო მისია შეაჩერა, იმ მოტივით რომ სირიის მთავრობამ ძალის გამოყენება არ შეწყვიტა. ბაშარ ასადმა თავის გამოსვლაში უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, თითქოს მან უსაფრთხოების ძალებს სამოქალაქო პირების დახოცვა უბრძანა. მისი თქმით, ასეთი ბრძანება არცერთ დონეზე არ გაცემულა. ასადმა საზღვარგარეთის მედიასაშუალებები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
პოპულარული
1