12 წლიანი პატიმრობა ემუქრება, რუსეთში წლის დასაწყისში დაკავებულ რუს-ამერიკელი ქალს, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები უკრაინის არმიის დასახმარებლად თანხის გადარიცხვას ედავებიან.
ქსენია კარელინა, რომელიც რუსეთში დაიბადა, წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. წლის დასაწყისში ის, რუსეთში ოჯახის მოსანახულებლად ჩავიდა, რა დროსაც დააკავეს.
რუსეთში, დღეს ქსენიას სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, რუსი-ამერიკელი სასამართლო დარბაზში მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომა 7 აგვისტოსთვის გადაიდო, მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სხდომა სხვა შემთხვევების მსგავსად დახურულ კარს მიღმა უნდა წარმართულიყო, რის გამოც მედიას დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს, მოგვიანებით, ქალაქის ადმინისტრაციამ სასამართო დარბაზიდან მოკლე ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა.
კარელინა რუსეთში როგორც მისი ოჯახი ამბობს, საახალწლოდ ჩავიდა, რათა დღესასწაულებს ოჯახთან ერთად შეხვედროდა. ნათესავები ყვებიან, რომ ქსელიანს თვითმფრინავის ბილეთი მისმა შეყვარებულმა აჩუქა, რომელსაც მანამდე ქსენია არწმუნებდა, რომ რუსეთში მოგზაურობა საფრთხის შემცველი არ იყო.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ წარიმართება სასამართლო სხდომა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის სასამართლო ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის წინააღმდეგ. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლოა ქსენია სასამართლომ პატიმრობაში დატოვოს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთის ციხეებში 12-ზე მეტი ამერიკის მოქალაქე, ან ორმაგი მოქალაქეობის პირი იმყოფება.