ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი რაფის სიღრმეში შედის - პალესტინელებს ქალაქიდან გაქცევას ცდილობენ


საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს და ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ისრაელის სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალების მხარდაჭერით წინ მიდიან. მედია იუწყება, რომ ისრაელმა ახალი პოზიციების დაკავება შეძლო.

ქალაქ რაფაში მყოფი ადამიანები და პალესტინელი ექიმები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ ოპერაციის ფარგლებში ისრაელის ქმედებებს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ გასული ღამიდან მოყოლებული ისრაელის ტანკები ქალაქის კიდევ ხუთ უბანში შევიდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში იყო სროლა, რასაც წინ საჰაერო იერიშები უძღოდა.

ადგილობრივები მონაყოლის თანახმად, რომ საჰაერო იერიშების დროს ერთ-ერთი რაკეტა დევნილთა, კარვების ქალაქში ჩამოვარდა ალ-მავასის რაიონში, რომელიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეგიონის ქვეყნები ამერიკის ჩართულობით „ჰამასის“ და ისრაელის დარწმუნებას ვერ ახერხებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოხდეს.

ღაზის სექტორში კი ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, კრიტიკულია. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ისრაელმა გაანადგურა ღაზის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს დასახულ, „ჰამასის“ განადგურების მიზანს, და ისრაელიდან „ჰამასის“ მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას.

ომს წინ უსწრებდა „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შეიჭრნენ ისრაელში, მოკლეს 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 200-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება. „ჰამასი“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს „ჰამასის“ სრულ განადგურებას და იბრძოლებს ყველა მძევლის გათავისუფლებამდე, ომი კი უკვე 8 თვეა გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG