ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული სასამართლო: „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ რუსეთის კანონი არღვევს უფლებათა კონვენციას


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივნისს ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როდესაც მან რუსეთში მოქმედი რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია „არასასურველად“ დაასახელა და როდესაც რუსებს ამ ორგანიზაციებში ჩართულობისთვის ბრალს სდებდა.

სასამართლოს 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არასასურველად“ ორგანიზაციების სტატუსის მინიჭება კონვენციის მუხლების დარღვევაა შეკრების თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ. საუბარია ოთხი განმცხადებელზე, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ არიან დაფუძნებულნი. ესენია: ვაშინგტონში მდებარე "თავისუფალი რუსეთის ფონდი"; ტორონტოში არსებული "უკრაინული მსოფლიო კონგრესი"; ასევე, "ევროპის საბჭოს პოლიტიკური კვლევების სკოლების ასოციაცია" სტრასბურგში და "სპოლენკოსტ სვობოდი ინფორმასი" პრაღაში.

მოსამართლეები ანდორიდან, ნიდერლანდებიდან, კვიპროსიდან, ალბანეთიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან და ბულგარეთიდან არიან. მოსამართლეთა შვიდკაციანი კოლეგიის ერთსულოვანმა გადაწყვეტილებამ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მუხლი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ.

სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ანდრეი რილკოვის ფონდისა და სხვების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმესთან დაკავშირებით. სარჩელი ეხება ოთხი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადებას და ადამიანთა დევნას "არასასურველად" გამოცხადებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო.

სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს ხელი მოაწერა, „არ იყო ჩამოყალიბებული საკმარი სიზუსტით, რათა განმცხადებელ ორგანიზაციებს განეჭვრიტათ, რომ სხვაგვარად კანონიერი ქმედებები გამოიწვევდა მათ „არასასურველად“ დასახელებას და მათი საქმიანობის აკრძალვას".

XS
SM
MD
LG