ამერიკელი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ავღანეთში ზაფხულის არადადეგებზე იმყოფებოდნენ, ავღანეთში ჩარჩნენ და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით საუბარია 100-მდე ადამიანზე.
ოფიციალური ცნობების თანახმად, ყველა მათგანი წარმოშობით ავღანელია და ისინი ზაფხულში ავღანეთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მათი ნაწილის - 16 ზრდასრულისა და 24 სტუდენტის - ამერიკაში ევაკუაცია უკვე მოხდა. ისინი ამერიკელმა სამხედროებმა კალიფორნაში ჩამოიყვანეს.
ასევე ნახეთ: ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდაამ დრომდე უცნობია ავღანეთში დარჩენილების ბედი. არ არსებობს ევაკუაციის პროცესის კონკრეტული დეტალები, ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ.
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, უკვე ევაკუირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა პროცესის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე დასრულდება.