სომხეთის პრემიერ-მინისტი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან 44-დღიან ომს 3 773 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გასულ შემოდგომაზე კიდევ ერთხელ გამწვავდა.
კანონმდებლების წინაშე წარდგომისას, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი მისი ახალი მთავრობის ხუთწლიან გეგმაზე საუბრობდა, პრემიერმა თქვა, რომ 243 ჯარისკაცის ბედი ამ დრომდე უცნობია მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარის მიერ დაკავებული ზოგიერთი ჯარისკაცი შინ უკვე დააბრუნეს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ბრძოლებს 2 783 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე თქმით, ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა, რამაც "ექსტრაორდინარული" სოცუალურ-ეკონომიკური ზიანი გამოიწვია და ომის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი აღმოჩნდა.
აზერბაიჯანის "მთიანი ყარაბაღის" რეგიონს და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა 1990-იანი წლებიდან აკონტრლებდა. ტერიტორიული კონფლიქტი წლების განმავლობაში დროდადრო მწვავდებოდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შედეგად ბაქომ რეგიონის უდიდეს ნაწილზე და მის მიმდებარე დასახლებებზე კონტროლი დაიბრუნა. მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ნოემბერში მოაწერეს ხელი, კონფლიქტის ზონაში კი 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი განლაგდა.
Facebook Forum