ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი პრაგმატული თვალით უყურებს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს


მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანმა დაიკავა, რუსეთი ცდილობს გაარკვიოს, როგორ ისარგებლოს ამ მოვლენებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული, მათ ლიდერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ისინი მოსკოვშიც კი ჰყავდა მიწვეული.

დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები შიშობენ, რომ ჯარების გამოყვანასთან ერთად, ავღანეთში ქალებისა და გოგონების უფლებებს ექსტრემისტი ისლამისტებისგან საფრთხე დაემუქრებათ და ამაზე ხშირად საუბრობენ. თუმცა, რუსეთმა დასავლეთისგან განსხვავებით, უფრო რბილი ტონი შეარჩია.

“პანიკის მიზეზი არ არსებობს",- თქვა რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებეჟნიამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოზე, 16 აგვისტოს. მისი თქმით, თალიბანის ქაბულში შესვლის შემდეგაც, რუსეთის საელჩო ძველებურად გააგრძელებს მუშაობას. რუსი ელჩის განცხადებით, მოსკოვი დაინტერესებულია მშვიდობიანი მოლაპარაკებით და რომ კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის დალაგებას ელოდებიან.

ახლა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია არ დაუშვას ავღანეთიდან წამოსული ექსტრემისტებისა და ტერორისტების გადასვლა ცენტრალურ აზიაში, მის მოკავშირეებთან.

კრემლს სურს, რომ ავღანეთში საკუთარი უსაფრთხოება და ეკონოიკური ინტერესები დაიცვას და საკმარისად ჭვიანია იმისთვის, რომ ესმოდეს, რომ ამის მიღწევა თალიბანის გარეშე გაუჭირდება.

XS
SM
MD
LG