ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერნსი, სავარაუდოდ თალიბების ლიდერს ქაბულში შეხვდა


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მეთაური უილიამ ბერნსი ორშაბათს ქაბულში გააგზავნა თალიბების სამხედრო დაჯგუფების ლიდერთან შესახვედრად, რაც უმაღლეს დონეზე პირველი კომუნიკაციაა თალიბების მიერ ქაბულის აღების შემდეგ.

ამერიკელმა სამთავრობო მოხელემ ეს შეხვედრა აბდულ ღანი ბარადართან დაუდასტურა სააგენტო "როიტერს". შეხვედრა იმ ფონზე შედგა, როცა აშშ აგრძელებს ავაღანეთიდან ამერიკელების და პარტნიორებთან მომუშავე ავღანელების ევაკუაციას ქაბულის აეროპორტიდან. ბოლო ვადა ამ პროცესის დასასრულებლად 31 აგვისტოა და პრეზიდენტი ბაიდენი, ისევე როგორც თალიბები, არსებული ქაოსის ფონზე, ამ ვადის გადავადებას არ თანხმდებიან.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს.
კომენტარზე კითხვა უპასუხოდ დატოვა თეთრმა სახლმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG