ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ხუთი ლომის" წინააღმდეგობა ავღანეთში 


მაშინ, როცა ავღანეთის მთავრობა და სამთავრობო ჯარი თალიბანს დანებდა და თეთრი დროშები ააფრიალა, არიან ავღანელები, რომლებიც თალიბანის დროშის ქვეშ ცხოვრებას არ აპირებენ. ათასობით ავღანელი მშვიდობისთვის საბრძოლველად მზად არის.

საუბარია ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტზე, რომელიც ქაბულის დაცემიდან მალევე, ჩრდილოეთის ალიანსის ბაზაზე, ჩამოყალიბდა. წინააღმდეგობრივი ჯგუფის წევრები ახლა ქაბულიდან 150 კილომეტრში, პანჯიშირის ხეობაში იმყოფებიან, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ხეობა მუდმივად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ და მისი აღება ვერც საბჭოთა ჯარმა შეძლო 80-იან წლებში და ვერც თალიბანმა 1990-იანი წლების მიწურულს.

ავღანელები თალიბანის წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

ქაბულის აეროპორტის შემდეგ, პანჯიშირის იგივე „ხუთი ლომის" ველი ამ დროისთვის ავღანეთში, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ადგილია, სადაც ვითარებას თალიბანი ვერ აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მებრძოლები მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გადაისროლეს.

მუჰამედ სოჰალი თალიბანის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ წარმომადგენლები ხეობაში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნეს და არა საბრძოლველად. მისი თქმით, ხეობაში რელიგური ლიდერების დახმარებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ ჩაივლის, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იქნება.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გვსურს მშვიდობა, თუმცა თუ ბრძოლა იქნება, ეს ვერ იქნება ჩვენი პსუხისმგებლობა,’- ამბობს თალიბანის პრესსპიკერი სოლალი.

იმას, რომ ხეობის ირგვლივ თალიბანის მებრძოლები იმყოფებიან, ადასტურებენ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერებიც, თუმცა აცხადებენ, რომ მებრძოლები უშუალოდ მათ ტერიტორიაზე არ შესულან.

„ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის, თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი არ არის ბრძოლა, ჩვენ მშვიდობა გვსურს თუმცა არა სხვისი დროშის ქვეშ,“- ამბობენ ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენლები „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრის დროს.

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი
ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი

"ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი" ამ დროისთვის კონტროლს მთელს ხეობაზე ახორციელებს. ათასობით შეიარაღებული პირი ყველა იმ მიმართულებაზეა გადანაწილებული, საიდანაც შესაძლებელი იქნება პანჯიშირში შესვლა და ხეობაზე კონტროლის აღება. თალიბანის მოწინააღმდეგეებს, შეიძლება ითქვას სრული შეიარაღება აქვთ. ხეობაში ამ დროისთვის ჩრდილოეთის ალიანსის და ავღანეთის სახელმწიფო დროშები ფრიალებს, მაშინ, როცა ქაბულში თალიბანის დროშებია აღმართული.

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი სამხედრო ალიანსია და მათი მთავარი მოწინააღმდეგე თალიბანია. ისინი თავს მოიხსენიებენ, როგორც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას. ალიანსი ავღანეთში 2016 წელს აჰმად შაჰ მასუდის ერთადერთმა ვაჟმა დააფუძნა. მასუდი 32 წლისაა და მას განათლება ლონდონში აქვს მიღებული.

ავღანეთის ეროვნული წინააღმეგობის ფრონტი ყველაზე აქტიური 2021 წლის აგვისტოს მიწურულს გახდა, როდესაც მას ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულ საჰელილი შეუერთდა, რომელიც თავს ავღანეთის პრეზიდენტად აცხადებს. საჰელი პანჯიშირის ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქაბული დაეცა და ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა.

ისტორიული ცნობები

პანჯიშირის ხეობა მთიანი ტერიტორიაა, თვითკმარი რესურსებით, ცივი ზამთრითა და მებრძოლი მოსახლეობით. ისინი წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

1980-85 წლებში საბჭოთა კავშირი ხეობის აღებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა მაშინ ავღანელებმა აჰმად შაჰ მასუდის მეთაურობით ხეობის დაცვა შეძლეს.

ამის შემდეგ ხეობის აღებას 1996-2001 წლებში თალიბანის მებრძოლები შეეცადნენ, თუმცა სამოქალაქო ომის დროს მასუდის მეთაურობით მათ ხეობა დაიცვეს. მიუხედავად წარმატებული ბრძოლებისა, თალიბანმა 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტამდე ორი დღით ადრე აჰმედ შაჰ მასუდი მოკლა. 2001 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტების წინააღმდეგ ავღანეთში ომი დაიწყო, ხეობა ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიად ითვლებოდა.

შესაძლო ბრძოლა

ახლა ხეობა თალიბანისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. პირველი მათი სურვილია 2001 წელს განცდილი მარცხის შემდეგ, მთელს ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვონ, მათ შორის პანჯიშირის ხეობაზე და მეორე, ხელში ჩაიგდონ ზურმუხტის საბადოები. ამის პოტენციალი კი ხეობაში ძალიან დიდია. ხეობას ასევე აქვს პოტენციალი გახდეს ავღანეთისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრი, ჰიდროელექტრული კაშხლების მშენებლობის გზით.

პანჯიშირის ხეობას თვითკმარი რესურსები აქვს, რაც თალიბანის მოწინააღმდეგეებს პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებით ახლა, როცა ხეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა."ალ ჯაზირას" ინფორმაციით ხეობაში აშენებულია თანამედროვე გზები, შექმნილია რადიოგადამცემი ხაზები, რომლის დახმარებითაც ხეობას დედაქალაქიდან სიგნალის მიღება და გაშვების საშუალება აქვს. ხეობას დიდი შეიარაღებაც აქვს. გავრცელებულ კადრებში თითქმის ყველა სახის საბრძოლო საშუალებები ჩანს, თუმცა დეტალური ინფორმაცია ცნობილი არ არის.

პანჯიშირის ხეობა ახლა ავღანელებისთვის ერთადერთი იმედის წერტილია. "ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის" დამფუძნებელი აჰმედ მასუდი ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარების თხოვნით მიმართავს და დამატებით სამხედრო შეიარაღებას ითხოვს. მასუდი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის და არ დანებდებიან, თუმცა ამისთვის გარკვეული დახმარება სჭირდებათ.

მიიღებენ თუ არა პანჯიშირის ხეობაში მყოფი ადამიანები სამხედრო დამარებას, ცნობილი არ არის. ქაბულის დაცემის შემდეგ ავღანეთში ვითარება უკიდურესად არის დაძაბული. ქვეყნიდან 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, პროცესი კი გრძელდება. ევაკუირებულთა შორის არიან დიპლომატები, სხვადასხვა მისიებით ავღანეთში მყოფი პირები და თავად ავღანელები. პროცესი, როგორც თალიბანის წარმომადგენლები ამბობენ 31 აგვისტოს შეწყდება, რა მოხდება შემდგომ არავინ იცის და არავინ საუბრობს.

ქალების ბედი თალიბანის ავღანეთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00

ყველა უარესის მოლოდინშია განსაკუთრებით ქალები და ის ადამიანები, რომლებიც წელბის განმავლობაში ამერიკისა და დასავლეთის ჯარებისთვის მუშაობდნენ. ფაქტია, რომ სამთავრობო ძალების დანებების მიუხედავად, ათასობით ავღანელი ბრძოლისთვის მზად არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG