ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევაკუაციის პარალელურად, ავღანეთში ამერიკელი კონგრესმენები ჩავიდნენ


ორი ამერიკელი კონგრესმენი ავღანეთში ჩავიდა. მათი ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. კონგრესმენებს ადგილზე საევაკუაციო სამუშაოების ნახვა და შეფასება სურდათ, ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან 31 აგვისტოს ჯარების სრული გამოყვანის ვადის გადაწევა.

"ჩვენ ეს ვიზიტი საიდუმლოდ დავგეგმეთ, და მის შესახებ მხოლოდ ქვეყნის დატოვების შემდეგ ვაცნობეთ საზოგადოებას, რათა რისკი მინიმუმამდე შეგვემცირებინა და არც ადგილზე ხალხი შეგვეწუხებინა. ჩვენ იქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვიყავით, და არა - ტრიბუნისთვის", - ნათქვამია კონგრესმენების - დემოკრატ სეთ მულტონის და რესპუბლიკელ პიტერ მეიერის ერთობლივ განცხადებაში.

კანონმდებლებმა, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მსახურობენ, ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც ქაბული ჩარტერული რეისით დატოვეს. მათი აზრით, სიტუაციის ადგილზე შეფასებისა და მეთაურებთან საუბრის შედეგად, ნათელია, რომ ყველას დროულად გამოყვანა ვერ მოხერხდება.

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, საევაკუაციო მისია თვის ბოლომდე დასრულდება. ვადის გადაწევას დაუშვებლად მიიჩნევს თალიბანიც. კონგრესმენების ავღანეთში ვიზიტს გამოეხმაურა პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც. მან თქვა, რომ ამჟამად სრული ყურადღება და რესურსები ევაკუაციისკენ უნდა იყოს მიმართული და არა კონგრესმენების მოგზაურობაზე.

XS
SM
MD
LG