ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საევაკუაციო ფრენებს 31 აგვისტომდე დაასრულებს


საშინაო და საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, ვადები გააგრძელოს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლა დათქმული ბოლო თარიღისთვის, 31 აგვისტოსთვის დაასრულოს.

თეთრი სახლის განცხადებით, ადმინისტრაცია ამერიკელების, ავღანელების და მესამე ქვეყნების მოქალაქეების ავღანეთიდან გაყვანას დათქმულ დრომდე ადრე ამთავრებს, რათა ამერიკული ჯარის და აღჭურვილობის გამოყვანა მოხერხდეს.

სამშაბათს ბაიდენმა თეთრ სახლში თქვა: “ამჟამად 31 აგვისტოსთვის დასრულების ტემპით ვმუშაობთ. რაც უფრო სწრაფად დავასრულებთ, მით უკეთესი. ოპერაციის ყოველი დღე ჩვენი ჯარებისთვის დამატებით რისკს ქმნის.”

ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ 14 აგვისტოდან, შეერთებული შტატები 70,700 ადამიანის ევაკუაციას დაეხმარა, მაგრამ განაცხადა, რომ დათქმული თარიღისთვის ოპერაციის დასრულება დამოკიდებულია თალიბანის თანამშრომლობაზე. იმაზე, საევაკუაციო ადამიანებს აეროპორტთან წვდომის ნებას თუ მისცემენ. მან თქვა, რომ პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს გაუთვალისწინებელი გარემოების გეგმების შესახებ ესაუბრა, რათა განრიგი შეიცვალოს თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება.

კომენტარების გაჟღერებისას, ბაიდენმა საბოლოო ვადის გასვლამდე საევაკუაციო ფრენების შეწყვეტა არ ახსენა, მაგრამ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ საკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქაბულში ამერიკული ძალები მზარდი საფრთხის წინაშეა, რომელიც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს’ ხორასნის ქსელისგან მომდინარეობს. ეს შეიარაღებული ისლამური დაჯგუფების თვითგამოცხადებული განშტოებაა, რომელიც შუა და სამხრეთ აზიაში მოქმედებს.

თეთრმა სახლმა არ უპასუხა “ამერიკის ხმის” კითხვას, შეერთებული შტატები 31 აგვისტომდე ყველა საევაკუაციო ფრენის დასრულებას აპირებს, თუ ეს მხოლოდ სამხედრო ფრენებს ეხება და ადმინისტრაცია თუ დაეხმარება თალიბანისგან ნებართვის მიღებაში ავღანელებს, რომლებიც კომერციული და ჩარტერული რეისებით ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ.

სამშაბათს, ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს უნარი აქვს ავღანეთიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს და დათქმული საბოლოო ვადა, 31 აგვისტო, უნდა დაიცვას. მუჯაჰიდმა თქვა, რომ ამ თარიღის შემდეგ ამერიკის მიერ ავღანელების ნებისმიერი ევაკუაცია “უკანონო აქტი” იქნება.

ადმინისტრაცია თალიბანთან ევაკუაციის საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი, თალიბანის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერ აბდულ ღანი ბარადართან შესახვედრად, ორშაბათს ქაბულში იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG