ქაბულის აეროპორტში აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.
პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ "ტვიტერზე" აფეთქება დაადასტურა და თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. მისი თქმით, ების გასასვლელთან აფეთქება მოხდა. ეს „კომპლექსური თავდასხმის შედეგი იყო, რასაც შედეგად შეერთებული შტატების და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა“.
კირბი ადასტურებს მეორე აფეთქებას. „ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, სულ ცოტა, კიდევ ერთი აფეთქება ბარონის სასტუმროში ან სასტუმროსთან“, რომელიც ების გასასვლელთან ახლო მანძილზე მდებარეობს“.
პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა "როიტერს" უთხრა, რომ დაშავებულთა შორის, სულ მცირე, სამი ამერიკის შეიარაღებული ძალების წევრია.
საინფორმაციო სააგენტო "ბი-ბი-სი" ასევე იუწყება, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე აფეთქებაც მოხდა.
Facebook Forum