31 აგვისტოს, დოჰას ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკელ ჯარისკაცებს და მათ მოკავშირეებს ავღანეთის დატოვება მოუწევთ. დასავლური ჯარები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად და მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდეს. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14 აგვისტოს შემდეგ ევაკუირებულია 88,000 ადამიანი. ამერიკელი ჯარისკაცები ევაკუაციას აგრძელებენ, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში საკუთარი ტექნიკისა და ჯარების გამოყვანაზე იქნებიან ფოკუსირებული. გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის ევაკუაციის მონაცემებს.
ბრიტანეთი
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიისთვის უცნობია, როდის დატოვებს ზუსტად ბოლო საევაკუაციო თვითნფრინავი ქაბულს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბრიტანელი სამხედროები ამერიკელ სამხედროებამდე დატოვებენ ქაბულის აეროპორტს. შეირაღებული ძალების მინისტრის, ჯეიმს ჰეფის თქმით, ამ დროისთვის ბრიტანეთმა 12,279 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყო.
გერმანია
გერმანიაში აცხადებენ, რომ საევაკუაციო ოპერაციას იქამდე გააგრძელებენ, სადამდეც ამის საშუალება იქნება. ხუთშაბათის მონაცემებით, გერმანიის ჯარებმა, 34 თვითმფრინავის მეშვეობით, 5,193 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ბერლინი აცხადებს, რომ მათი 200 მოქალაქე კვლავ ქაბულშია და იქიდან გამოყვანას ელის. 540 მოქალაქე უკვე დააბრუნეს გერმანიაში. სულ, ჯამში გერმანიამ 10,000 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა, ვისაც ევაკუაცია სჭირდება.
საფრანგეთი
საფრანგეთი აპირებს, ევაკუაცია პარასკევს საღამოს დაასრულოს. ინფორმაციას საფრანგეთის პრემიერი ავრცელებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ოთხშაბათს აღამოსთვის საფრანგეთში ქაბულიდან 100 ფრანგი და 2,000 ავღანელი ჩავიდა.
ყატარი
ყატარმა ამ დროისთვის ქაბულიდან დოჰაში 40,000 ადამიანი ევაკუაცია გაიყვანა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ “ საევაკუაციო სამუშაო გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე”.
ბელგია
ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ ევაკუაცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ამერიკულმა წყაროებმა ქაბულის აეროპორტთან ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის შესახებ შეატყობინეს. ბელგიამ ქაბულიდან 1,400 ადამიანის ევაკუაცია შეძლო.
Facebook Forum