მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ჟულიან ასანჟის ექსტრადაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს უარი უთხრა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ასანჟს უფლება მიეცა, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ასანჟი 1971 წელს ავსტრალიაში, ქალაქ თაუნსვილში დაიბადა.
ბრიტანელი მოსამართლის ვანესა ბარაისტერის, 4 იანვრის გადაწყვეტილება ასანჟის ფსიქიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარეობს. მოსამართლეს მიაჩნია, რომ ასანჟი სასოწარკვეთაშია და მას მომავლის ეშინია. მოსამართლის თქმით, ამერიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, ასანჟს შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ასანჟის გადაცემას ითხოვსამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მის გასაჩივრებას გეგმავს. უახლოეს დღეებში ვანესა ბარაისტერის 4 იანვრის გადაწყვეტილებას ამერიკელი იურისტები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
49 წლის ასანჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 დანაშაულში არის ეჭვმიტანილი. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ასანჟმა კონფიდენციალური და სამხედრო ჩანაწერები, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ დოკუმენტები მოიპოვა და ვიკილიქსის სახელით გაასაჯაროა. ზოგიერთი ქვეყანა ასანჟის ქმედებას მედიის თავისუფლებით კუთხით აღიქვამს, არაერთმა ქვეყანამ "ვიკილიქსის" დამფუძნებელს თავშესაფარი უკვე შესთავაზა, მათ შორის, მექსიკამ.
ასევე ნახეთ: ვიკილიქსის დამფუძნებელი, ეკვადორის საელჩოში ყოფნისას, ორი შვილის მამა გახდაცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორისონმაც, ის ამბობს, რომ ასანჟს ავსტრალიაში თავისუფლად დაბრუნება შეუძლია ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ავსტრალიელს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასანჟი ამ დრომდე უცნობია.