ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "ვიკილიქსის" შესახებ არაფერი ვიცი"


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ "ვიკილიქსის" შესახებ არაფერი იცის. ვებგვერდის თანადამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი გუშინ დააკავეს და მას ჰაკერული შეთქმულების ბრალდება წაუყენეს. ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად პაროლის გატეხვაზე.

47 წლის, წარმოშობით ავსტრალიელი ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. საელჩო მას ხუთშაბათს დაატოვებინეს. ეკვადორმა მას თავშესაფარი გაუუქმა და ის ბრიტანეთის პოლიციას გადასცა. ეკვადორის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის არღვევდა თავშესაფრის მიღების პირობებს იმით, რომ აგრძელებდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას.

"ვიკილიქსი" არასამთავრობო არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ვებგვერდზეც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა საიდულომლო და კონფიდენციალური ინფორმაცია.

დონალდ ტრამპს ასანჟის დაპატიმრების შესახებ ხუთშაბათს ჰკითხეს. "არაფერი ვიცი "ვიკილიქსის" შესახებ. ეს არაა ჩემი თემა", თქვა ტრამპმა. "ვიცი, რომ რაღაც აქვს საერთო ასანჟთან. ვფიქრობ გენერალური პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს პრეზიდენტი.

თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპს ხშირად მოჰყავდა "ვიკილიქსი" როგორც მაგალითი და წყარო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის გატეხილი იმეილიებისა. პენსილვანიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა: "ვიკილიქსი! მე მიყვარს "ვიკილიქსი!"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG