დღეს, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ლონდონის სასამართლოს განუცხადა, რომ ის შეეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებში მის ექსტრადიციას. ასანჟს აშშ-ში თავდაცვის დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემაში შეთქმულების გზით შეღწევის ბრალდების გამო, გასამართლება ელის.
მან ბრიტანეთის ციხიდან ვიდეოს საშუალებით სასამართლოს განუცხადა, რომ არ სურს „ჩაბარდეს გამოძიებას ისეთი ჟურნალისტიური საქმიანობისთვის, რომელმაც არაერთი ჯილდო მოიპოვა და არაერთი ადამიანი დაიცვა“.
შეერთებული შტატები კვლავ ასანჟის აქსტრადიციას ითხოვს. მას 2010 წელს, პენტაგონის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმის და ამერიკის არმიის დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოს -ჩელსი მანინგთან- თანამშრომლობის ბრალდებებს უყენებენ. მანინგი, რომელმაც ციხეში რამდენიმე წელი გაატარა, ჯერ კიდევ სასჯელს იხდის.
Facebook Forum