ჯულიან ასანჟი აცხადებს, რომ გაეროს მიერ დასკვნის გამოტანა, რომ ის უსაფუძვლოდ იყო დაკავებული, მისი გამამართლებელი განცხადებაა. ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს 2012 წლიდან აფარებს თავს დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად.
გაეროს გადაწყვეტილებით, ასანჟი 2012 წლის შემდეგ უკანონოდ არის დაკავებული.
ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ მიუხედავად გაეროს განცხადებისა, თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებს, მას დააპატიმრებენ და შვედეთში ექსტრადირებას გაუკეთებენ. ასანჟს შვედეთის პოლიცია გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ასანჟი ბრალდებას უარყოფს.
პოპულარული
1