ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟს 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


ლონდონის სასამართლომ "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს შვიდი წლის წინ გირაოსთვის თავის არიდებისთვის 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ეკვადორის საელჩოში, ლონდონში 2012 წელს შევიდა სექსუალურ ბრალდებებთან დაკავშირებით შვედეთში ექსტრადაციის თავიდან ასაცილებლად.

შვედეთმა ეს ბრალდებები გააუქმა, თუმცა ასანჟი საელჩოში რჩებოდა იმის შიშით, რომ საელჩოს ტერიტორიის გარეთ ბრიტანეთის მთავრობა მას დააკავებდა და აშშ-ს გადასცემდა. აპრილში, ეკვადორმა მას პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ბრიტანეთის პოლიციამ ის დააკავა.

აშშ მას ჰაკერულ შეთქმულებაში სდებს ბრალს, რამაც აშშ-ის ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება გახადა შესაძლებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG