ლონდონის სასამართლოში, ამერიკული მხარის არგუმენტებს ისმენენ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოხდეს ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია აშშ-ში. "ვიკილიქსის" დამფუძნებელს შეერთებულ შტატებში, ჯაშუშობასა და ჰაკერულ საქმიანობაში ედება ბრალი - ჯამში, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლით აქვს წაყენებული.
175 წლით თავისუფლების აღკვეთა - შესაძლოა ეს იყოს ასანჟის მაქსიმალური სასჯელი იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი დაუმტკიცდება. 48 წლის ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა.
ასანჟი ბრალს უარყოფს. ის უკვე 10 თვეა, ლონდონის ციხეში, მაქსიმალური დაცვს ქვეშ, წინასწარ პატიმრობაშია. ეს მას შემდეგ, რაც ის ეკვადორის საელჩოში 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს.
ვიკილიქსის დაფუძნებელი და მისი უფლებადამცველები, აშშ-ში ექსტრადირების წინააღმდეგნი არიან და არ ეთანხმებიან 2010 წელს, მის წინაღმდეგ წარდგენილ ბრალს.
ასანჟის მხარდამჭერებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები. ზოგიერთი ჟურნალისტური ორგანიზაცია კი, მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს, პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ქმედებად განიხილავს.
Facebook Forum