ავღანეთი მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს

ავღანეთი მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ორი ამერიკელი ოფიცრის აბდულ საბურს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ორი ამერიკელი ოფიცრის მკვლელობაში ედება ბრალი

ავღნეთში ადგილობრივი დაზვერვის წარმომადგენელზე საყოველთო ძებნა გამოცხადდა. აბდულ საბური, 25 წლის ავღანელი ოფიცერი, რომელმაც განათლება პაკისტანში მიიღო, მიმალულია. ის კარგად დაცულ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ორი ამერიკელი ოფიცრის ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლაშია ეჭვმიტანილი.

შეერთებული შტატების სამხედრო მრჩევლები შაბათს ჩაკეტილ ოფისში მოკლული იპოვეს. ოთახში შესვლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო, რომელთაც საკეტის კოდურ კომბინაციაზე მიუწვდებოდათ ხელი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპიკერის განცხადებით "ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ის არის, თუ როგორ მოახერხა დამნაშვემ პერსონალთან ასე ახლოს მისვლა და მკვლელობის განხორციელება".

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმაც გააკეთა. მან მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. რაც შეეხება მკვლელობას, მისი განცხადებით ფაქტები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და დამნაშავის ვინაობა ზუსტად არავინ იცის.

ავღანეთის ლიდერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა: "ახლა, როცა ჩვენი გრძნობები გარკვევით გამოვხატეთ, დადგა დრო, როცა დაწყნარება და მშვიდობა გვესაჭიროება" - აღნიშნა მან.